ელექტრონული პლატფორმის სარგებლობის, ჯავშნის განხორციელების წესები და პირობები
შემდეგ
გვერდებზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია შპს „ლემანს პადელის“ („ჩვენს“)
შესახებ, აგრეთვე მოცემულია პირობები, რომლებიც არეგულირებენ თქვენ მიერ
ვებ გვერდით www.lemanspadel. სარგებლობის წესებს, ასევე ონლაინ ჯავშნების
განხორციელებას. ჩვენს ვებ გვერდზე ანგარიშის დარეგისტრირებისას, ელ.ფოსტის
მისამართზე მოგეწოდებათ რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი დებულებებისა
და პირობების ელექტრონული დოკუმენტი. ჩვენ გირჩევთ, ამობეჭდოთ და შეინახოთ
დებულებებისა და პირობების ასლი შემდგომში გამოყენების მიზნით. ვებგვერდზე –
www.lemanspadel.ge , ნებისმიერი ჯავშნის განხორციელებამდე, გთხოვთ,
ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მოქმედ დებულებებსა და პირობებს. გთხოვთ,
გაითვალისწინეთ, აღნიშნული დებულებები და პირობები შესაძლოა კომპანიის მიერ
შეიცვალოს ცალმხრივად წინასწარი შეტყობინების გარეშე. დებულებებისა და
პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ შეტყობინება შესაძლოა მიიღოთ
თქვენ მიერ რეგისტრირებულ ელ.ფოსტის მისამართზე. დებულებებისა და პირობების
განახლებული ვერსია ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე. ჯავშნის
განხორციელებისას იმოქმედებს ჯავშნის მომენტისათვის www.lemanspadel.ge
არსებული დებულებებისა და პირობების ვერსია, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც ამ დებულებებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვება
კანონის ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ და ჩვენ შესაძლოა დაგვევალოს
ამგვარი ცვლილებების გავრცელება თქვენ მიერ ადრე განხორციელებულ ჯავშნებზე.
ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომითა და მისი გამოყენებით, ჯავშნების
განთავსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ
დებულებები და პირობები და თანახმა ხართ, მათი დებულებებით
გათვალისწინებული ვალდებულებების აღებაზე. წინამდებარე დებულებები და
პირობები გამარტივებისთვის პირობითად დავყავით ორ თავად: (i)ელექტრონული
პლატფორმით სარგებლობის ზოგადი პირობები და წესები და (ii)ელექტრონული
პლატფორმის მეშვეობით ჯავშნების განხორციელების პირობები და წესები.
თავი N1 – ელექტრონული პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები,
- ტერმინთა
განმარტებები წინამდებარე დებულებებსა და პირობებში ჩვენ მიერ
გამოყენებული იქნება ზოგიერთი ტერმინი, რომელთა მნიშვნელობა განსაზღვრულია
შემდეგნაირად:
1.1. ანგარიში – ელექტრონული პლატფორმის,
აგრეთვე აპლიკაციის დახურული/ კონფიდენციალური ნაწილი, რომელშიც
მომხმარებელი შედის ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მეშვეობით. ანგარიში
გამოიყენება მომხმარებლის მიერ ჯავშნების განსათავსებლად. ანგარიში შეიცავს
მომხმარებლისა და ვებგვერდზე მისი
აქტივობის შესახებ სხვადასხვა
ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თავად მომხმარებლის მიერ (პერსონალური
მონაცემები), ან ავტომატურად – ვებგვერდის მიერ (ჯავშნების ისტორია,
და.ა.შ.).
1.2 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.3. ელექტრონული პლატფორმა – ჩვენი ვებგვერდი ან/და აპლიკაცია.
1.4.
ვებგვერდი – ჩვენი ვებგვერდი, დომენით www.lemanspadel.ge, რომლის
მეშვეობითაც ხელმისაწვდომია 3.1 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.5.
შპს „ლემანს პადელი Ltd Lemanspadel (ს/კ 404775383), რომელიც
დაფუძნებულია საქართველოში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად. კომპანია ასევე მოხსენიებული შეიძლება იყოს როგორც „ჩვენ“,
„ჩვენი“. 1.6. მომსახურება – ჩვენი კომპანიის მიერ ელექტრონული პლატფორმის
მეშვეობით შეთავაზებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს პადელის კორტების
და მის სათამაშოდ საჭირო ინვენტარის სარგებლობისათვის ონლაინ ჯავშნების
სერვისის მიწოდებას.
1.7. მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი
18 წლიდან, რომელიც ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე არეგისტრირებს ანგარიშს
მომავალში ჯავშნების განხორციელების მიზნით.
1.8. საინფორმაციო
ბიულეტენი – რეგისტრირებული მომხმარებლისათვის, მისი შესაბამისი თანხმობის
შემთხვევაში, ექსკლუზიურად ელექტრონულ ფორმატში და მიმდინარე პერიოდში
მიწოდებული კომერციული და სარეკლამო კომუნიკაცია, რომელიც არ წარმოადგენს
კომპანიის ოფერტს.
1.9. შიგთავსი – ელექტრონულ პლატფორმაზე
გამოსახული თუ ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი,
ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო, აუდიო, ტექსტი, ლოგო,
ღილაკის სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა და
ნებისმიერი სხვა ელემენტი.
1.10. ჯავშნის შემქმნელი მომხმარებელი –
მომხმარებელი, რომელმაც უშუალოდ დაჯავშნა სპორტული ობიექტი, ვალდებულია
სერვისის მიღებამდე ხელი მოაწეროს „კომპანიის“ მიერ წარდგენილ ან გაგზავნილ
მიღება-ჩაბარების აქტს.
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ
2.1.
ელექტრონული პლატფორმის მესაკუთრე და ოპერატორია შპს ლემანს პადელი,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი
კომპანია, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
საიდენტიფიკაციო ნომრით – 404775383.
2.2. გთხოვთ, შეკითხვების
არსებობისას, მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: • ტელეფონი: +995
555 133 466 • ელ.ფოსტის მისამართი: lemanspadel@gmail.com
- ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის პირობები
3.1.
ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წინამდებარე პირობები უკავშირდება
თქვენ მიერ ლემანს პადელის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომასა და ნებისმიერი
სახით სარგებლობის საკითხს, ისევე, როგორც თქვენ მიერ განთავსებულ
ჯავშნებს, მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალებით გაქვთ წვდომა ან რა
ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს იყენებთ ამგვარი წვდომისათვის.
3.2.
ელექტრონულ პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, სარგებლობით ან/და
რეგისტრაციით, აგრეთვე, ჯავშნის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ
წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ პირობები და თანახმა ხართ აიღოთ
შესაბამისი დებულებები.
3.3. ინტერნეტ კავშირის/მობილური კავშირის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომა უფასოა. მქონე ნებისმიერი პირისთვის
3.4.
ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი ელექტრონული პლატფორმა ან მისი
რომელიმე შიგთავსი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და შეუფერხებელი. ჩვენ
შეგვიძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ, გავაუქმოთ, შევწყვიტოთ
ან/და შევცვალოთ ჩვენი ელექტრონული პლატფორმის ნებისმიერი ნაწილი. ჩვენ არ
დაგვეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თუ ჩვენი
ელექტრონული პლატფორმა ნებისმიერი შესაძლო მიზეზით, ნებისმიერ დროს ან
ნებისმიერი ვადით გახდება მიუწვდომელი.
- ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
4.1.
ელექტრონული პლატფორმის, აგრეთვე მისი შიგთავსის შემადგენელი ყველა
ელექტრონული მასალა და ნაწილი დაცულია საავტორო უფლებებით, რეგისტრირებული
სასაქონლო ნიშნებითა, კომპანიის საფირმო სახელწოდებით და სხვა
ინტელექტუალური/სამრეწველო საკუთრების უფლებებით. ყველა ასეთი უფლებების
მქონე ან შესაბამისი ლიცენზიების მფლობელია კომპანია ან ამგვარი შიგთავსის
მომწოდებელი. ყველა ამგვარი უფლება დაცულია.
- მომხმარებლის ზოგადი ვალდებულებები
5.1. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პლატფორმით მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებით.
5.2.
თქვენ ელექტრონული პლატფორმით, ისევე როგორც ნებისმიერი შიგთავსით ვერ
ისარგებლებთ: • იმ ფორმით, რომელიც არღვევს ნებისმიერ მოქმედ ეროვნულ თუ
საერთაშორისო კანონს ან რეგულირებებს; • იმ ფრომით, რომელიც ხელყოფს,
ზღუდავს ან/და აფერხებს სხვა პირის მიერ ვებგვერდით სარგებლობის/მისი
გამოყენების უფლებას; • ნებისმიერი კომერციული მიზნით; • თუ შეგნებულად
გადასცემთ, გადაგზავნით ან ატვირთავთ ნებისმიერ მონაცემს/ მასალას, რომელიც
შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს, ან ნებისმიერ სხვა
საზიანო პროგრამებს ან კოდებს, რომელთა მიზანია კომპიუტერულ პროგრამებსა და
მოწყობილობაზე უარყოფითი ზეგავლენა; • თუ გადასცემთ ან უზრუნველყოფთ
ნებისმიერი არასასურველი ან არასანქცირებული სარეკლამო ან წამახალისებელი
ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი გზავნილის (სპამის) გადაცემას.
5.3.
თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ: • ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის
გარეშე და თქვენი პირადი სარგებლობის მიზნის გარდა, არ განახორციელებთ
ელექტრონული პლატფორმის ან არსებული მასალების თუ ელექტრონული პლატფორმის
შემადგენელი კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირებას,
რეპროდუცირებას, კადრირებას, ხელახლა გამოქვეყნებას, ჩამოტვირთვას,
ბეჭდვას, განთავსებას, განმეორებით განთავსებას, მაუწყებლით გადაცემას,
ჩაწერას, გადაცემას, გასაჯაროებას, ბმულით დაკავშირებას, ჰაიპერბმულით
(deep link) დაკავშირებას ან დისტრიბუციას ნებისმიერი სახით; • არ შეცვლით
ან რაიმე სახით არ გაავრცელებთ ვებგვერდის შიგთავსის ცვლილებებს, მათ შორის
და არა მხოლოდ ლემანს პადელ-ის ლოგოებისა და სასაქონლო ნიშნების აღებას; •
არ დააზიანებთ, არ შეაფერხებთ ან ზემოქმედებას არ მოახდენთ ამ ელექტრონული
პლატფორმის, მისი შიგთავსის ან ნებისმიერი დაკავშირებული ქსელის ან
პროგრამის ნებისმიერი ნაწილის უსაფრთხოებაზე; • არ განათავსებთ რაიმე სახის
თაღლითურ ჯავშნებს.
5.4. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, დაუყოვნებლივ
შევუზღუდოთ/დავუბლოკოთ ნებისმიერ მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა და
დავხუროთ ამ დებულებების დამრღვევი ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის
ანგარიში.
- ჩვენი განცხადებები და გარანტიები
6.1.
ჩვენ გონივრულ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ
ზუსტი, სრული და განახლებული შიგთავსის მოწოდება. კონკრეტულ დროს
ელექტრონულ პლატფორმაზე კონკრეტული სერვისის მიმწოდებლის არსებობა არ
გულისხმობს ან გარანტიას არ იძლევა, რომ მოცემული სერვისის მიმწოდებელი
ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ
ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ ნებისმიერი სერვისის მიმწოდებლის ელექტრონულ
პლატფორმაზე განთავსება.
6.2. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ
ფარგლებში, ლემანს პადელი პასუხისმგებლობას იხსნის ყველანაირ განცხადებებსა
და გარანტიებზე, რომელიც გამოხატული ან ნაგულისხმევია შიგთავსის
სიზუსტესთან დაკავშირებით.
6.3. ჯავშნის აღწერასთან და/ან ფასებთან
დაკავშირებით შეცდომების ან ელექტრონული პლატფორმაზე ამგვარი ჯავშნის
აღწერაში შესაბამისი მონაცემების არარსებობის შემთხვევებში ლემანს პადელი
იტოვებს უფლებას გამოასწოროს ეს შეცდომები და შემდგომ გააუქმოს ან შეცვალოს
კონკრეტული ჯავშნები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის
ფარგლებში.ლემანს პადელი გონივრული ძალისხმევის ფარგლებში ეცდება
უზრუნველყოს, რომ ელექტრონული პლატფორმა თავისუფალი იყოს ვირუსებისა და
სხვა მავნე ან საზიანო შიგთავსისაგან. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა,
ელექტრონული პლატფორმის და მის შიგთავსზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველსაყოფად
დაიცვათ სიფრთხილის ზომები, რადგან ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ
პლატფორმით სარგებლობა არ გამოიწვევს თქვენი კომპიუტერის ან სხვა
მოწყობილობის დაზიანებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევების გარდა, ლემანს პადელს-ს არ დაეკისრება ნებისმიერი პირის
მიმართ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზარალზე ან დაზიანებაზე, რომელიც
აღნიშნულ პირებს შეიძლება მიადგეთ ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო
შიგთავსის გამო, რომელთანაც მათ ჰქონდათ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან
ან მისი საშუალებით.
თავი N2 – ჯავშნის განხორციელება და მიწოდება – დაბრუნების წესი
- კომპანიის მომსახურების ზოგადი დებულებები
10.1.
წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები და პირობები
მოქმედებს თქვენ მიერ www.lemanspadel.ge/- ვებგვერდის, მეშვეობით
განთავსებულ ნებისმიერ ჯავშანთან დაკავშირებით, იმისდამიუხედავად თუ რა
სახის, რა მოწყობილობის მეშვეობით გაქვთ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან.
10.2.
ჩვენი ელექტრონული პლატფორმაზე წვდომით, დათვალიერებით და გამოყენებით
ნებისმიერი და/ან ჯავშნის შევსებით/განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ
გაეცანით, გააცნობიერეთ და ეთანხმებით წინამდებარე დებულებებისა და
პირობების სრულად მოქმედებას. თუ სრულად არ ეთანხმებით ამ დოკუმენტით
გათვალისწინებულ დებულებებსა და პირობებს, არ განათავსოთ რაიმე ჯავშანი.
10.3.
ის გვერდები, რომელზეც განთავსებულია ჩვენ მიერ მოწოდებული ონლაინ ჯავშნის
სერვისი, მათი შინაარსი და ინფრასტრუქტურა და ჩვენს მიერ ამ გვერდებზე და
ერთიანი პორტალის მეშვეობით მოწოდებული ონლაინ ჯავშნის სერვისი ეკუთვნის,
მართავს და მოწოდებულია „კომპანიის“ მიერ და განკუთვნილია მხოლოდ თქვენი
პირადი და არაკომერციული გამოყენებისთვის, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული
წესებისა და პირობების შესაბამისად.
10.4. კომპანიასა და სერვისის
მომწოდებელ პირებს შორის ურთიერთობა, რეგულირდება დამოუკიდებელი
ხელშეკრულებით. ამასთან, სერვისის მომწოდებელს, პორტალზე გამოქვეყნებული
პოლიტიკისა და წესების გარდა, შეიძლება ჰქონდეს და/ან მოითხოვოს – საკუთარი
წესები და პირობები, რაც დაკავშირებულია მათ საკუთრებაში ანდა
სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზების, მოედნების, საცუარაო აუზების,
სხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გამოყენების, წვდომისა და
სარგებლობისათვის, რაც შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და
შეზღუდვებს.
- ანგარიშის რეგისტრაცია
11.1.
ჯავშნის განსახორციელებლად თქვენ ჩვენთან უნდა გახსნათ/გააქტიუროთ
ანგარიში. რეგისტრაციის დროს მოგეთხოვებათ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი
დეტალების მოწოდება, რომელიც მათ შორის მოიცავს სახელსა და გვარს,
ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტას. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ყველა პერონალური
მონაცემი უტყუარი, ზუსტი და სრულია. თქვენი პირადი მონაცემების განახლება
ან კორექტირება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ თქვენს ანგარიშზე წვდომით.
11.2.
ანგარიშის რეგისტრაციისას, თქვენივე ანგარიშის დაცვის მიზნით,
მოგეთხოვებათ პაროლის უზრუნველყოფა. თქვენ მიერ შედგენილი ანგარიშის პაროლი
უნდა იყოს
უნიკალური და დაცული. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი
ანგარიშის პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებასა და თქვენი ანგარიშის
მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე. ლემანს პადელი არ იღებს
პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე,
რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფთ თქვენი
პაროლის ან ანგარიშის დაცვას.
11.3. თუ იცით ან ეჭვი გაქვთ, რომ
დარღვეულია თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოება, ან ხდება მათი
არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის
შესახებ ლემანს პადელს-ს.
- ჯავშნის განხორციელება
12.1.
ყველა ჯავშანი ექვემდებარება ჩვენგან დადასტურებას. თქვენი ჯავშანი
განხორციელებულად ითვლება მხოლოდ მას შემდგომ რაც ჩვენგან
ელექტრონულად/ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ დასტურს. ამ მომენტიდან ჩვენ
მიერ მომსახურება ითვლება გაწეულად და დასრულებულად.
12.2.
ელექტრონულ პლატორმაზე განთავსებული ინფორმაცია არის მოწვევა ოფერტზე და არ
არის ოფერტი. ოფერტი კეთდება, როდესაც თქვენ თქვენთვის სასრუველი მოედნის
დაჯავშნის ღილაკს დააწვებით. თუმცა, ჯავშანი დადებულად არ ჩაითვლებამდე
იქამდე, ვიდრე ჩვენგან არ მიიღებთ შეტყობინებას. ამასთან, მოგიწოდებთ, რომ
ვიზიტის დასრულებამდე შეინახოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ჯავშნის დასტური.
12.3.
ჩვენ ელექტრონულ პლატფორმაზე ჯავშნის განხორციელებით, თქვენ აცხადებთ
თანხმობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე ანდა ტელეფონის
ნომერზე მიიღოთ: • ელ.წერილი, რომელიც შეიძლება გამოგიგზავნოთ ვიზიტის
დრომდე ცოტა ხნით ადრე, მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი დანიშნულების ადგილის
შესახებ და მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია და შეთავაზებები; • ელ.წერილი
ვიზიტის შემდეგ, რათა შეაფასოთ თქვენი გამოცდილება სერვისის მომწოდებელთან
და მისგან მიღებულ სერვისთან დაკავშირებით; • ელ.წერილი რომელიც ჩვენ
შეიძლება გამოგიგზავნოთ თქვენი ვიზიტის შემდეგ დაუყოვნებლივ, რათა შეავსოთ
ჩვენი მომხმარებლის განხილვის ფორმა.
12.4. იმისათვის, რომ სათანადოდ
შეავსოთ და უზრუნველყოთ თქვენი ვიზიტის დაჯავშნა სერვისის მომწოდებელთან,
თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი სწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩვენ არ
ვართ პასუხისმგებელი და არ გვაქვს ვალდებულება გადავამოწმოთ ნებისმიერი
არასწორი ან არასწორად დაწერილი
ელექტრონული ფოსტის მისამართი ან არასწორი ტელეფონის ან საკრედიტო ბარათის ნომერი.
12.5.
მომსახურების მუდმივი განახლების, ტარიფების და ხელმისაწვდომობის
კორექტირების გამო, ჩვენ გირჩევთ გააკეთოთ ეკრანის ამონაბეჭდები (ე.წ.
სქრინები) ჯავშნის დროს თქვენი პოზიციის მხარდასაჭერად, ასეთი საჭიროების
წარმოშობის შემთხვევაში.
- ფასები და სერვისის მომწოდებლების შეთავაზებები
13.1.
თუკი ჩვენ მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვაგვარად არ იქნება მითითებული,
ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული
ფასები ნაჩვენებია დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადის, მათ შორის კომპანიის
მომსახურებით სარგებლობისათვის დადგენილი საკომისიოს ჩათვლით. საგადახდო
მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება დაემატოს
საბოლოო ფასს, შესაბამისად თქვენ მიერ ჯავშნის საფასურის გადახდისას
გადასახდელი ოდენობა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისგან: ჯავშნის
საფასური + საგადახდო მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის
შემთხვევაში). 13.2. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია
შეიძინოთ აბონემენტები სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავზებული
სხვადასხვა სერვისით სარგებლობის მიზნით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ,
რომ აბონემენტის ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე ან ჯგუფზე და მომხმარებელს
ანიჭებს შესაბამისი სერვისით სარგებლობის უფლებას მასში მითითებული ვადითა
და პირობებით.
- გადახდის წესი და საგადახდო საშუალება
14.1.
მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის განხორციელებისას გადაიხადოს
მომსახურების საფასური ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსებული ონლაინ
გადახდის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლის ჯავშანი
გაუქმდება და სერვისის მომწოდებელი თავისუფლდება მისთვის სერვისის
მიწოდების ვალდებულებისაგან. 15.2. წინამდებარე დებულებებისა და პირობების
შემუშავების დროისთვის, ლემანს პადელი გთავაზობთ გადახდას რომელსაც
უზრუნველყოფს “Bank Of Georgia”, რომელიც არის რეგისტრირებული,
რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
- ჯავშნის გაუქმება და შეცვლა
15.1.
ჩვენი მომსახურება დასრულებულად და გაწეულად ჩაითვლება, აგრეთვე თქვენ
მიერ სრულად მიღებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ მიიღებთ
დასტურს ჯავშნის განხორციელებაზე. ამდენად, თქვენ არ გაქვთ უფლება
გააუქმოთ/შეცვალოთ ან უარი თქვათ თქვენს ჯავშანზე გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებისა.
15.2. მომხმარებელს ანგარიშის მეშვეულებით ელექტროულად შეუძლია შეცვალოს ჯავშნის დრო.
ჯავშნის გაუქმება და თანხის უკან დაბრუნება არ ხდება.
15.3.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის მიერ 24 (ოცდაოთი) საათზე
ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ
ბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მომხმარებელს შეეძლება სამუშაო დღის
ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში. დროის
მითითებულ პერიოდში თავისუფალი ადგილის არ არსებობის შემთხვევაში ჯავშანი
ითვლება გაუქმებულად ან შესაძლებელია გადავიდეს მომდევნო დღეებზე.
15.4.
ამინდის გაუარესების გამო გაუქმებულ ან გადადებულ ჯავშანზე მომხმარებელს
გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება, თუმცა ასეთი ჯავშნის კომპენსირება
შეიძლება მოხდეს იმავე სპორტულ ობიექტზე სხვა თავისუფალ დროს ჯავშნის
მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანით.